ᲦᲕᲘᲜᲝᲨᲘᲐ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐ

ყველაზე დიდი მოგზაურობაც კი ერთი ნაბიჯიდან იწყება და ჩვენც კონფუცის ამ სიტყვებისამებრ გადავდგით საწყისი ნაბიჯები, დავიწყეთ ჭეშმარიტების ძიება და ნაბიჯ – ნაბიჯ აქამდე მოვედით 🙂 . ვსწავლობთ, ვეცნობით ძველ და ახალ მევენახეობა – მეღვინეობას, რთულ და საინტერესო საკითხებს. შემეცნების პროცესში, ჩვენი არჩევანი ნატურალური მეღვინეობისკენ გადაიხარა და გადავწყვიტეთ, ადგილწარმოშობის (ტერუარული) ბიო ღვინო გამხდარიყო ჩვენი საბოლოო მიზანი.



დასახული მიზნის განსახორციელებლად მოვიძიეთ: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, რომელთანაც თავიდანვე დავიწყეთ თანამშრომლობა, ისევე როგორც კომპანია “კარტლისთან”. დარგის საუკეთესო სპეციალისტების დახმარებით, ჩვენი საქმის სიყვარულით, მონდომებით და შრომით, გვაქვს ამბიცია, რომ მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესო ადგილწარმოშობის (ტერუარული) ბიო ღვინო ჩვენი იყოს!
საქართველო ღვინის სამშობლოა, ჩვენი წინაპრების დაგროვებული ცოდნა კი საგანძური, ასევე საინტერესოა დარგთან დაკავშირებული სხვადასხვა თანამედროვე საკითხებიც, რომლებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ, ისტორიული ფაქტების, საგანმანათლებლო და სხვადასხვა ტიპის პუბლიკაციების სახით, რომელთა ნახვაც შეგეძლებათ ჩვენს ონლაინ ჟურნალში. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულ ვენახის ჯიშებს, სპეციფიურ სიტყვათა ლექსიკონს და საავტორო ფოტო – ვიდეო მასალას.

ჩვენი გუნდი

კი მართალია ამ ეტაპზე ბევრი არ ვართ 🙂 მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისია!


ბორის ბერულავა

დავით შალამბერიძე

ანნა ლებანიძე

რუსუდან თარალაშვილი

რატი ჭელიძე

გიორგი გუგავა